ახალი ამბები

ხანძარი ლისის ტბის მიმდებარედ – დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი

20 აგვისტო, 2017 • 2858
ხანძარი ლისის ტბის მიმდებარედ – დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი

დღეს, 20 აგვისტოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 1000-1500 კვ.მ. ფართობი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, ძირითადად დამწვარია ბალახი და რამდენიმე წიწვოვანი ნარგავი.

სააგენტოს ცნობით, ლისის ტბილის მიმდებარე ტერიტორაიზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას ხანძრის კერების სრული ლიკვიდირებისთვის.

ხანძარი ლისის ტბის მიმდებარედ. ფოტო: ანა შანიძე

ხანძარი ლისის ტბის მიმდებარედ. ფოტო: ანა შანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი