ახალი ამბები

თვითმხილველების თქმით, პოლიცია აგრესიულად იქცეოდა აქციის მონაწილეების დაკავებისას

1 მაისი, 2013 • 1075
თვითმხილველების თქმით, პოლიცია აგრესიულად იქცეოდა აქციის მონაწილეების დაკავებისას

“მარჯანიშვილიდან რუსთაველისკენ მოვდიოდით და მთელი გზის განმავლობაში გვაფრთხილებდა პოლიცია, რომ გადავსულიყავით გზიდან, თუმცა, როცა გამოვცდით რუსთაველის მეტროს, პატრული განსაკუთრებით აგრესიული გახდა, შემოვარდნენ და დაიწყეს ხალხის დაკავება, მათ შორის “ლაბორატორიის” იმ წევრებისაც, რომლებიც ტროტუარზე მოდიოდნენ”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში აქციის მონაწილე და თვითმხილველი ვახო ბერიკაშვილი.

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

 

მისი თქმით, მას პირადად არ დაუნახავს, რომ პოლიციელი სცემდა აქციის მონაწილეს, მაგრამ დაინახა, რომ რამდენიმე დაშავებული ადამიანი ეგდო ძირს.

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ბექა გაბადაძის თქმით, პატრულის თანამშრომლები პლასტმასის ბოთლებს ესროდნენ აქციის მონაწილეებს, ასევე, პოლიციელებს შორის იყვნენ უფორმოებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს მანქანაში სვამდნენ.

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

 

ინციდენტს თვითმხილველია ჟურნალისტი მარი ნიკურაძე, რომელიც შეესწრო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას სუპერმარკეტ “სმარტთან”:

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

 

“ფიზიკური დაპირისპირება იყო, ერთმანეთს ურტყამდენენ აქციის მოანწილეები და პატრულის თანამშრომლები, მოვყევი ამ ამბავში, წავიქეცი და რამდენიმე ადამიანმა გადამიარა ზემოდან. ასევე დავინახე, როგორ იჯდა ერთ-ერთი დაშავებული აქციის მონაწილე თიბისი ბანკთან კიბეზე, ის არაფერს არ აკეთებდა, თუმცა პატრულის ერთ-ერთი თანაშრომელი მივარდა და მანქანაში ჩატენა”,- ამბობს მარი ნიკურაძე.

აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო
აქციის მონაწილეების დაკავება, მარიამ ნიკურაძის ფოტო

 

დღეს პოლიციამ დააკავა აქციის ორგანიზატორების – “ლაბორატორია 1918”-ის წევრები, ასევე, დაკავებულებს შორისაა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ზვიად ხუჯაძე (მე-9 არხი), თინა ყიფშიძე და ანი ჭანკოტაძე (“ლიბერალი”).

მასალების გადაბეჭდვის წესი