ახალი ამბები

კახა კალაძე: საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ასაკით პატარა ვარ

1 მაისი, 2013 •
კახა კალაძე: საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ასაკით პატარა ვარ

“სიმართლე გითხრათ, შემოთავაზებასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. ასეთი რამ არ ყოფილა. მაგრამ თუ მოხდა შემოთავაზება, ძალიან რთული იქნება ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება. ასაკით ძალიან პატარა ვარ, ამას სჭირდება გამოცდილება და ეს მნიშვნელოვანია. თუ მეტყვის ჩემი გუნდი და ბატონი პრემიერი, რომ სხვა თანამდებობა უნდა დავიკავო დაბალ რანგში, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სადაც გუნდს დავჭირდები, მზად ვარ მაქსიმალური ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო და ყველაფერი გავაკეთო გუნდის საკეთილდღეოდ. ეს არის ჩემი მიდგომა,” – განაცხადა კახი კალაძემ.  

 

კახა კალაძე
კახა კალაძე

კალაძის განცხადებით, მან არ იცის, ვინ იქნება კოალიცია “ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი:

 

“საპრეზიდენტო კანდიდატი ვიცი, რომ იქნება ნამდვილად მისაღები კანდიდატი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. ეს არის პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი. ვინ იქნება კოალიციის კანდიდატი, ამას უახლოეს მიმავალში გაიგებთ.” 

 

კალაძის განცხადებით, მას დღეს საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია: “ყოველთვის ვაკეთებდი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში რაიმე თანამდებობების გამო არ მოვდიოდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო შეგვეცვალა ის არსებული სიტუაცია, რაც ქვეყანაში იყო.”

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი