ახალი ამბები

“აქცენტების” და “დიალოგის” დახურვა გადაწყვეტილი არ არის

30 აპრილი, 2013 • 1110
“აქცენტების” და “დიალოგის” დახურვა გადაწყვეტილი არ არის

“საზოგადოება იმაზე მეტს ელოდება, ვიდრე არსებული გადაცემები სთავაზობს მას. უფრო სასიამოვნო გადაცემებს ელოდება ხალხი. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხედვა. ვაღიარებ, დავით პაიჭაძე არის ძალიან კარგი ჟურნალისტი და ვფიქრობ, მას რადიოში უნდა შეუნარჩუნდეს გადაცემა. რაც შეეხება ეკა კვესიტაძის გადაცემას, ჩემი აზრით, ის კვირაში ერთხელ უნდა გავიდეს,”- ამბობს თამაზ ტყემალაძე. 

 

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგის ინიციატივა არხის დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნის. 

 

როგორც თამაზ ტყემალაძე ამბობს, გადაცემები თანდათანობით შეიცვლება და სექტემბრისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელი სრულიად შეცვლილი იქნება. 

 

გადაცემა “დიალოგის” პროდუსერი ნინო რამიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

 

“ვიცით, რომ საზოგადოებრივ არხზე რებრენდინგი იგეგმება, მაგრამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ,”- ამბობს რამიშვილი. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი