ახალი ამბები

სააკაშვილი: 26 მაისს აღლუმის სხვა ღონისძიებებით ჩანაცვლება მიუღებელია

30 აპრილი, 2013 • 1494
სააკაშვილი: 26 მაისს აღლუმის სხვა ღონისძიებებით ჩანაცვლება მიუღებელია

“მინდა ჩვენს ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, ქართული არმიის 22 წლისთავი მივულოცო და მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ სამშობლოს. თქვენ ყოველთვის ერთგულად იდექით საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. 

2008 წელს საქართველო თქვენმა გმირობამ გადაარჩინა. ქართული ჯარი, რომელმაც 5 დღის განმავლობაში შეაჩერა 100-ჯერ მრავალრიცხოვანი მტერი, იყო ჩვენი დროის 300 არაგველი. სწორედ ქართულმა ჯარმა მოგვცა დიპლომატიური აქტიურობის და მთელი მსოფლიოს გამოღვიძების დრო”, – აცხადებს სააკაშვილი.

 

პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან აღლუმის ამოღების საკითხსაც ეხმაურება:

“სამწუხაროა, რომ წელს მთავრობამ პოლიტიკური მოტივებით ხელი შეუშალა აღლუმის ჩატარებას, არადა, აღლუმი შესაძლებლობაა ხალხმა წელიწადში ერთხელ მაინც გადაუხადოს მადლობა საკუთარ არმიას. 26 მაისს აღლუმის სხვა ღონისძიებებით ჩანაცვლება მიუღებელია, რადგან სწორედ შეიარაღებული ძალები არის ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოხატულება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი