პროგრამა გაიხსნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 1 მაისს, 17 საათზე პრესკონფერენციით, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და შვეიცარიის ელჩები და ასევე ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში. მაია ფანჯიკიძე პატრონაჟს გაუწევს გერმული ენის თვეს.
გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები მათ პარტნიორებთან ერთად მთელი მაისის თვის განმავლობაში საზოგადოებას შესთავაზებენ მრავალფეროვან პროგრამას: დისკუსიებს, გამოფენებს, ფილმებისა და ლიტერატურის საღამოებს, საინფორმაციო ღონისძიებებს, ვორკშოპებს, კონკურსებსა და ბევრ სხვა ღონისძიებას:
მაგალითად, 2 მაისს, 18 საათზე ლიტერატურის სახლში (მაჩაბლის ქ. 13) ავსტრიელი მსახიობი და რეჟისორი მარტინ ვალცი წაიკითხავს ლიტერატურულ ნაწარმოებებს; 15-დან 18 მაისამდე შვეიცარიის საელჩო თბილისის გოეთეს ინსტიტუტში აჩვენებს შვეიცარიულ კლასიკურ ფილმებს; 16 მაისს შვეიცარიელი ისტორიკოსი და კინორეჟისორი ფელიქს აეპლი წაიკითხავს მოხსენებას შვეიცარიული კინოს შესახებ ისტორიულ ჭრილში; 23 – 26 მაისს გაიმართება წიგნის მე-15 ფესტივალი თბილისში (ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ტერიტორიაზე), სადაც გერმანია, ავსტრია და შვეიცარია ერთობლივად წარმოადგენენ თავიანთ წიგნებს.
გერმანული ენის თვეს დაასრულებს საზაფხულო ზეიმი თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ეზოში შაბათს, 2013 წლის 1 ივნისს, რომელიც დაიწყება 15 საათზე.