ახალი ამბები

ზედამხედველობის დეპარტამენტი: ბორჯომში მდინარე მტკვრიდან 19 თევზსაჭერი ხაფანგი ამოვიღეთ

17 აგვისტო, 2017 • 3018
ზედამხედველობის დეპარტამენტი: ბორჯომში მდინარე მტკვრიდან 19 თევზსაჭერი ხაფანგი ამოვიღეთ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრიდან მათმა თანამშრომლებმა  19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი ამოიღეს.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთს რეგიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. “ხის ფაცერი” ამოიღეს.

თევზსაჭერ ხაფანგებში გაბმული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს. ამოღებული, თევზჭერის აკრძალული იარაღები დაილუქა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა,”- აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი