ახალი ამბები

ხანძარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30 აპრილი, 2013 • 1155
ხანძარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

112-ის პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია მათთან 15:09 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე გაიგზავნა სახანძრო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

ხანძარი მოხდა მარჯანიშვილის #27-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რის შედეგადაც გარდაიცვალა 48 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმედ იყო ავად და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

 

დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ხანძარი გავრცელდა 20–30 კვადრატულ მეტრ ფართზე. იყო ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელების საფრთხე. სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე 6 სახანძრო მანქანა მუშაობდა. 

 

ინციდენტის თვითმხილველების ინფორმაციით, ხაძრის ლიკვიდაცია 1 საათში დასრულდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ანთებული სიგარეტი სახელდება. გარდაცვლილი ქალბატონი სიგარეტს ეწეოდა და, როგორც ჩანს, ხანძრის მიზეზიც ეს გახდა.

ხანძარი მარჯანიშვილის 27 –ში
ხანძარი მარჯანიშვილის 27 –ში

  

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი