საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან მამაგეიშვილი, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ურეკში იპოვეს.

მათი ინფორმაციით, ის გრიგოლეთიდან ურეკის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაადგილდებოდა. შსს-ს ცნობით, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქცეევას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ოჯახის წევრები “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებდნენ, რომ 22 წლის ახალგაზრდას თან 23000 დოლარი ჰქონდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *