ახალი ამბები

ოკაცეს კანიონთან ავტომობილი დაიწვა

17 აგვისტო, 2017 • 1505
ოკაცეს კანიონთან ავტომობილი დაიწვა

სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონთან ავტომობილი დაიწვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ავტომობილით რუსი ტურისტები გადაადგილდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ავტომობილს მოძრაობისას გაუჩნდა ცეცხლი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტოსადენების გამო. ადგილზე იმყოფებოდენ მეხანძრე მაშველები, მალევე ჩააქრეს ცეცხლი, არავინ არ დაშავებულა შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მფლობელს პრეტენზია არ გააჩნია და, შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა”- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ სოფელ გორდთან  მისულ სახანძროს წყალი დაუმთავრდა, რაც შსს-ში არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი