ახალი ამბები

დოლიძე: კონსტიტუციის განხილვაში მეტი ჯგუფის ჩართვაა საჭირო

17 აგვისტო, 2017 • 1536
დოლიძე: კონსტიტუციის განხილვაში მეტი ჯგუფის ჩართვაა საჭირო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის შეთავაზება, განაახლოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მსჯელობა ოპოზიციურ პარტიებთან, პროცესის მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს და მასში მეტი ჯგუფი უნდა ჩაერთოს:

“პრეზიდენტი თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისი. მნიშვნელოვანია ყველა სერიოზულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, ისევე როგორც კონსტიტუციურ ორგანოსთან, კონსულტაცია და მცდელობა, რათა იქნას მიღწეული კონსენსუსი.

“კონსტიტუცია ყველასია” – ეს იყო კამპანია, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი. როგორც თავიდან, ისევე ამ ეტაპზე, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს მიმართება, რომ ამ პროცესში პრეზიდენტიც იქნება ჩართული, საზოგადოების ყველა სერიოზული და მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც თვითონ თვლის, რომ უნდა ჩაერთოს ან უნდა ჩაერთოს, უნდა იყოს ჩართული იმისათვის, რომ ეს პროექტი ეყრდნობოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს,” – აცხადებს დოლიძე.

“ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან ხვალ შეხვედრას გამართავს, რომელზეც კონსტიტუციის არსებულ პროექტს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი