ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან მოხსნის შესახებ მცდარია.
ინფორმაცია მისი მოხსნის შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ GEM FEST-მა ფინანსურდ იზარალა.
“თანამდებობას არ ვტოვებ. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ტურიზმში გასაკეთებელი, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული დღე არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას,”- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჩოგოვაძის თქმითვე, GEM Fest-თან საქართველოში ტურიზმის განვითარების დაკავშირება სწორი არ არის:
“მით უმეტეს, როდესაც GEM FEST-ს გააჩნია თავისი პასუხისმგებელი პირები და ისინი უფრო დეტალურად მოგახსენებენ GEM FEST-თან დაკავშირებულ ყველანაირ სიტუაციას. რაც მთავარია, ამ გავრცელებულ ინფორმაციაs არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან,”- განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, დღეს GEM FEST -ის პროექტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია და ეს შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს.