სამინისტროს ინფორმაციითვე, ოთხივე პიროვნება წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.
“ბრალდებულები რუსთავში, დავით–გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში“ შეიჭრნენ და ცივი იარაღის მუქარით გამყიდველს ფული მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ორი ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ორი – მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ–ერთი თავდამსხმელი ფეხის არეში დაიჭრა.”
გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).





