დღეს, 16 აგვისტოს თბილისში, მთაწმინდაზე კაცი მოკლეს. მკვლეობა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236 -ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.