ახალი ამბები

სპინერი – აშშ-ის სამთავრობო უწყების გაფრთხილება მომხმარებელს

16 აგვისტო, 2017 • 2883
სპინერი – აშშ-ის სამთავრობო უწყების გაფრთხილება მომხმარებელს

აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სააგენტო სპინერთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს.  სააგენტომ უსაფრთხოების ახალი ნორმები მას შემდეგ დაადგინა, რაც სათამაშოსთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტის შესახებ შეიტყო. განცხადების  მიხედვით, “შესაძლოა, პოპულარული სათამაშო სასიამოვნოდ გამოსაყენებელი იყოს, თუმცა მომხმარებლებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან”.

სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:

[checklist]

  • უნდა მოარიდოთ სპინერი 3 წელზე მცირე ასაკის ბავშვებს.
  • მეტალისა და პლასტმასის სპინერები შედგება მცირე ზომის ნაწილებისაგან(მათ შორისაა ბატარეა), რომელთა სასუნთქ გზებში მოხვედრა საფრთხის შემცველია. მსგავსი შემთხვევები 14 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა.
  • ყველა ასაკის ბავშვის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული სპინერისა და მისი ნაწილების პირის ღრუში მოხვედრა. ასევე, სპინერით თამაშისას დაცული უნდა იყოს გარკვეული დისტანცია სახიდან.

[/checklist]

 

 რაც შეეხება სპინერებს, რომლებიც ელექტრონულ ბატარეაზე მუშაობენ, როგორც უსაფრთხოების სააგენტო აღნიშნავს, მომხმარებლებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ სათამაშოს ბატარეის შევსების პროცესში. აღნიშნული ოპერაციისთვის რეკომენდებულია იმ სადენის გამოყენება, რომელიც უშუალოდ სპინერს ახლავს თან, სხვა შემთხვევაში კი მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ალტერნატიული სადენი ტექნიკურად გამართულია.

სპინერი(Fidget Spiner) სათამაშო ბზრიალაა, რომლის გაყიდვების მაჩვენებელმა პიკს 2017 წლის გაზაფხულზე მიაღწია და საქართველოშიც მალე მოიპოვა პოპულარობა. კლასიკური სპინერი ცენტრისა და რამდენიმე ფრთისაგან შედგება, ბზრიალისას კი ხმასაც გამოსცემს.

სათამაშოს გარშემო აქამდეც ისმოდა აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა. The Guardian წერდა, რომ სპინერის ტარება დიდი ბრიტანეთის სკოლების ნაწილში აიკრძალა, რადგან მასწავლებლების აზრით,  ბავშვებს სწავლაში ხელს უშლის.


სხვა საინტერესო ინფორმაცია სათამაშოს შესახებ, “ნეტგაზეთის” მოცემულ სტატიაში იხილეთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი