“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი სერიოზული ღონისძიება ტარდება საქართველოში და მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ პარლამენტარებს. ჩემი გამოსვლა მიეძღვნება, ბუნებრივია, ჩვენს ინტეგრაციას ნატო–ში, როგორ მიმდინარეობს რეფორმები თავდაცვის, უსაფრთხოების სტრუქტურებში, კონკრეტულად როგორია თავდაცვის სამინისტროს ხედვა და რამდენადაც ჩვენ ვემზადებით მომავალი წლის სამიტისთვის, გვინდა დემონსტრირება გავუკეთოთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოშია უკვე არჩევნების შემდეგ ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების გზით”, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, რამდენიმე თვეში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ჩამოდის და დღევანდელი შეხვედრა იქნება მომზადება საქართველოში გატარებული რეფორმების სწორად წარმოჩენის კუთხით.