ახალი ამბები

ხმალაძე: შსს-ს არქივში ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობის ამსახველი მასალა აღმოჩნდა

29 აპრილი, 2013 •
ხმალაძე: შსს-ს არქივში ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობის ამსახველი მასალა აღმოჩნდა

“უკანონო მოსმენების შემთხვევაში, რომელიც ისჯება, კანონი უნდა იძლეოდეს მისი გამოვლენის შესაძლებლობას,”- აცხადებს ხმალაძე.  

 

კანონიერი მოსმენის შემთხვევაში ხმალაძის თქმით, პირად ცხოვრებაზე მოპოვებული მასალები, თუ ის არის კომპრომატი, კანონის შესაბამისად, უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ და ამის შესახებ ეცნობოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს. 

 

“იმ არქივში, რომელიც შსს-ს ახალ ხელმძღვანელობას დახვდა, ერთ-ერთ ვიდეო მასალაში აღბეჭდილი იყო ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობა. ეს შეიძლება არ იყოს მაკომპრომატირებელი, მაგრამ ხომ უზნეობაა ამის შენახვა,”- აცხადებს ხმალაძე. 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში მობილური კომპანიები ინახავენ ინფორმაციას.

 

“ზოგიერთ ქვეყანაში იყო დაწესებული ვადები, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეეძლოთ ინფორმაციის შენახვა. გერმანიაში იყო 6 თვიანი ვადა და ისიც გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როცა არსებობს შენახული, ყოველთვის არსებობს მისი გაჟონვის საფრთხე.”

 

ხმალაძის თქმით, გადასახედია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდელობლობა. მაგალითად, მისი თქმით, კანონში წერია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოსათხოვად, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა სამი დღით ადრე უნდა დაცნობოს ამ უწყებას. ხმალაძის თქმით, ეს არის ნონსენსი, რადგან ამ ვადაში, თუ უკანონო მასალა აქვს უწყებას, ცხადია გაანადგურებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი