ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი:სასამართლო ხელისუფლება არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესში

29 აპრილი, 2013 • • 1244
კოტე კუბლაშვილი:სასამართლო ხელისუფლება არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესში

ამის შესახებ განცახდება კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა:

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

 

 

“პრეზიდენტმა ვეტო დაადო “საერთო სასმართლოების შესახებ კანონს და ამჟამად პარლამენტი განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.  ეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის პროცესის პოლიტიკური ნაწილია. ჩვენ, სასამართლო ხელისუფლება არ ჩავერევით პოლიტიკურ პროცესში და არ გავხდებით ამ პროცესის მონაწილე. ის, თუ რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო და რატომ განიხილავს საქართველოს პარლამენტი და დაძლევს თუ არა ვეტოს, ამის შეფასებაში ჩვენ არ შევალთ.  ბუნებრივია, სასამართლო არ უნდა გახდეს პოლიტიკური მოთამაშე ამ პროცესში.”

კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პროექტის დებულებები  სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს: “ვფიქრობ, ასეთი პრეცედენტის დამკვიდრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ნამდვილად არ გააძლიერებს საქართველოს მართლმსაჯულებას.”

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცახდებით, მისი მიზანი არ არის პროცესის გაჭიანურება: “ნებისმიერი სისტემის გაჯანსაღება შეიძლება და ამ ცვლილებებს შორის არის ისეთი ახალი ნოვაციები და დებულებები, რაც ხელ შეუწყობს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. ამიტომ ვაცხადებ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება ცვლილებების ამოქმედებისთანავე, კანონით განსაზღვრულ შესაბამის პირველივე დღეს. თარიღს, სულ მცირე, ერთი კვირით ადრე გაიგებს ყველა დაინტერესებული პირი. 

 

კოტე კუბლაშვილი ყველა დაინტერესებულ პოლიტიკოსს მიმართვას:”ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი საჯარო განცახდება აზარალებს და საფრთხეს უქმნის თავად ამ ცვლილებების განხორციელებას. ამიტომ მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ ამისაგან და არ ჩაერიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში. უნდა მივცეთ საშუალება ყველა მოსამართლეს, რომ მათ საკუთარი ინიციტივით დაასახელონ კანდიდატები და შემდეგ აირჩიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მივცეთ საშუალება, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნებით მივიღოთ დამოუკიდებელი, ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო.”

 

კუბლაშვილის განცხადებით, 30 აპრილს, 13 საათზე შეიკრიბება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მოსამზადებელ სხდომას ჩაატარებს. ამ სხდომაზე მოწვეულნი იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი