ახალი ამბები

ჰიუ ბეილი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი ხელს ვერ შეუშლის

29 აპრილი, 2013 • 1141
ჰიუ ბეილი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი ხელს ვერ შეუშლის

ჰიუ ბეილი და დავით უსუფაშვილი
ჰიუ ბეილი და დავით უსუფაშვილი

“თქვენ დღეს სვამთ შეკითხვას, თუ როდის გახდებით ნატოს წევრი, მე ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა გიდასტურებთ, რომ ნატოს გადაწყვეტილება და პოზიცია არის მყარი და ურყევი. რუსეთი ან ვინმე სხვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის. ნატოში გაწევრიანებამდე საქართველოს რამდენიმე საკითხი რჩება გადასაჭრელი და იმედია, რომ მთავრობასთან ამ საკითხებზე ვითანამშრომლებთ. ნატოს წევრობა დამოკიდებულია გარკვეულ კვალიფიკაციებზე და მინდა გითხრათ, რომ საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვან კვალიფიკაციას აკმაყოფილებს. ამ კუთხით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქარველოს აისაფის მისიაში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, იმედია, საქართველო ამ პრობლემას მოაგვარებს და ამ მხრივ, ქვეყნის კონსტრუქციულ მიდგომას მივესალმებით”, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა ყველა ქვეყნისთვის რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთული და ეკლიანი აღმოჩნდა საქართველოსთვის:

 

“ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ და აუცილებლად წინ უნდა ვიაროთ. მე ვიხუმრე კიდეც დღევანდელ შეხვედრაზე, რომ შევარდნაძემ ნატოს კარზე დააკაკუნა, 10 წლის შემდეგ სააკაშვილს უთხრეს, რომ კარი ღია იყო, ახლა მე და პრემიერმა დავსვით კითხვა, შეიძლება თუ არა შემოვიდეთ ნატოში, პასუხი მივიღეთ, რომ დიახ, შეიძლება, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი. მე არ გეტყვით იმას, რომ ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის პირველივე ვადაში მოხდება ეს, უმცირესობისგან განსხვავებით, ჩვენ გაცილებით პროგრესულ განცხადებებს ვაკეთებთ, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროგრესი ყოველდღიურად ვიგრძნოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი