ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიწვევა პარლამენტში ძალაში რჩება

29 აპრილი, 2013 • 1007
უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიწვევა პარლამენტში ძალაში რჩება

“პრეზიდენტი გადაწყვეტს თუ არა პარლამენტში მოსვლას, ეს მისი საქმეა, გახსოვთ ამ თემაზე განვითარებული მოვლენები და ვნებათაღელვა. პარლამენტმა შეასრულა ის სიტყვა, რაც თქვა თავის დროზე ამ თემაზე. იმ დღეს, რა დღესაც ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ პრეზიდენტს შეუძლია მობრძანდეს პარლამენტში, მას სათანადოდ დავხვდებით, გავუმასპინძლდებით, მოვუსმენთ და ვთხოვთ, რომ მოგვისმინოს კიდეც. ეს შეთავაზება ძალაშია, თუ რაიმე მიზეზის გამო პრეზიდენტმა გადაიფიქრა პარლამენტში მოსვლა, არ სურს ან არ მიაჩნია საჭიროდ, ამაზე ალბათ თავად გააკეთებს განმარტებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი