ახალი ამბები

სააკაშვილმა ნიუ-იორკში საქართველოში პროგრესის გადახედვაზე ისაუბრა

29 აპრილი, 2013 •
სააკაშვილმა ნიუ-იორკში საქართველოში პროგრესის გადახედვაზე ისაუბრა

“ბათუმში შევქმენით ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელლსაც უკვე წელს უნდა მიეღო სტუდენტები. უკვე დამონტაჟებულია აპარატურის ნაწილი, წელს ბიბლიოთეკა უნდა მოშენებულიყო. კავკასიაში ყველაზე ლამაზი, ყველაზე გამართული და ყველაზე თანამედროვე შენობა. ეს არის მხოლოდ ნაწილი, მთავარი ამ შენობის იყო შინაარსი. შინაარსი იქნებოდა ის, რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდოდა, სტუდენტების ნახევარზე მეტი იქნებოდა ქართველი. მათი უმეტესობა ისწავლიდა უფასოდ, ჩამოვიყვანდით ყველაზე საუკეთესო პროფესორებს ამერიკიდან,” -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. 

 

მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ამაყობდა ამ პროექტით და ის იყო სიმბოლო საქართველოს განვითარების,  “ამ შენობიდან უნივერსიტეტს გამოასახლებენ და იქ შეასახლებენ ბათუმის არაფრისმაქნის მერიას. ეს დაახლოებით ისეთი რამეა, რომ ახალ თავისუფლების კოშკში, ნიუ-იორკში, მანჰეტენის გამგეობა შეასახლონ.”

 

სააკაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდება მთავარი პროგრესის გადახედვა, რომელიც არის საქართველოში მიღწეული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი