ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს

16 აგვისტო, 2017 • 1546
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა ქვეყნებთან ერთად ანგარიშში განხილულია საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა.

როგორც აშშ-ის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, ხელისუფლება და ეკლესა ერთმანეთისგან გამინჯნულია და აღმსარებლობის მიუხედავად ყველა ადამიანი თანასწორია. თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კანონები და პრაქტკა მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორისაა მართლამედიდებელი ეკლესიის პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსულტირება საგანამნათლებლო სისტემაში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში შესაძლო რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიება 19 საქმეზე მიმდნარეობდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი საუბრობენ ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულზე გამოძებების არაეფექტურად წარმართვის პრობლემების შესახებ.

“მთავრობამ დააანონსა მუსლიმური სამლოცველოების გახსნა შეიარაღებული ძალებში დასაქმებულთათვის, თუმცა ციხეებში სამლოცველოები მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს. ზოგი არასამთავრობო და რელიგიური უმცირესობები აცხადებენ, რომ მთავრობა აგრძელებს წინააღმდეგობას როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ საფეხურზე, რელიგიური უმცირესობებისთვის სამლოცველოების მშენებლობასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიური ორგანიზაციები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსაც, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ.

არატოლერანტულად და დისკრიმინაციულადაა მიჩნეული მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიური როლი საგანმანათლებლო სისტემაში კონსულტირების კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა მედიის განვითრების ფონდის მიერ ასახული მონაცემებიც. MDF-ის კვლევის მიხედვით, ქართულ მედიაში  2016 წელს რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი სულ მცირე 69 გამონათქვამი აღირიცხა.

ანგარიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი