საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5674.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13 %-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 1446.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 4228.6 მლნ. აშშ დოლარი (8.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2782.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.
2017 წელს იანვარი-ივლისის ჩათვლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა მუდმივად იზრდებოდა, ბრუნვის შემცირება მხოლოდ ივლისში დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები მოცემულია მესამე სვეტში.