ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სამი მეწარმე უკანონოდ ყიდდა

16 აგვისტო, 2017 • 1543
საგამოძიებო სამსახური: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სამი მეწარმე უკანონოდ ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ამხილეს სამი მეწარმე სუბიექტი, რომლებიც იმერეთში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოს ყიდდნენ.

“აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რის შედეგადაც, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 – ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1- დან 3 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი