ახალი ამბებისამართალი

საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს

16 აგვისტო, 2017 • 3529
საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს

„ჩვენ მოვითხოვთ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს, 16 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა.

სარჩელის მოთხოვნაა  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. ეს მუხლი ადგენს მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკს – 65-ს, ქალებისთვის კი – 60 წელს. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ასაკი ორივე სქესისთვის 60 წელი უნდა იყოს.

„ჩვენი დასაბუთება ეყრდნობა ევროპულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი ერთმანეთისგან არ განსხვავდება,“ – ამატებს გიორგი ვაშაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი