ახალი ამბები

წულუკიანი: ვერც ერთი მოსამართლისთვის ვერ იქნება იმუნიტეტი კოტე კუბლაშვილი

28 აპრილი, 2013 •
წულუკიანი: ვერც ერთი მოსამართლისთვის ვერ იქნება იმუნიტეტი კოტე კუბლაშვილი

“ბატონი კოტე კუბლაშვილი დიდი მოგზაურივით დადის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხვდება მოსამართლეებს და ეუბნება ერთ მარტივ რამეს, რომ თუ მოსამართლეები არ შეიკრიბებიან მის გარშემო, მათ ელით გარედან საფრთხე. მე მინდა ცალსახად განვაცხადო და მოსამართლეთა კორპუსს ვუთხრა, რომ კოტე კუბლაშვილი მათთვის არავითარი ტიპის იმუნიტეტი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება. მოსამართლეებისათვის იმუნიტეტი გადის სიმართლეზე და იმ კონფერენციაზე, რომელიც მათ თავისუფალ პირობებში უნდა ჩაატარონ”.– განაცხადა წულუკიანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 აპრილს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი კონსტანტინე კუბლაშვილი ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდა. კუბლაშვილის განცხადებით, მოსამართლეებს ინფორმაცია მომავალ გეგმებზე მიაწოდა. 

 

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიარეთ ის საკითხები, რომლებიც ეხება ისევ და ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობას. კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას, მაგალითად, აღკვეთის ღონისძიებაზე. საერთო ჯამში, ვისაუბრეთ იმ პროექტზე, რომელიც აქტიური განხილვის საგანია დღეს.  მე მათ მივაწოდე ყველა ინფორმაცია უახლოეს გეგმებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ერთ–ერთი მათგანი, რაც ყველა მოსამართლისთვის მთავარი და სასურველია, ეს მათი უვადოდ დანიშვნაა”– განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი