ახალი ამბები

ოქრიაშვილი: უმრავლესობის კონსულტაციები საარჩევნო სისტემასაც შეეხება

15 აგვისტო, 2017 • 1847
ოქრიაშვილი: უმრავლესობის კონსულტაციები საარჩევნო სისტემასაც შეეხება

დღეს მმართველი პარტიის წევრები შიდა კონსულტაციებს გამართავენ. როგორც “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა დაუდასტურა, შეხვედრა პარლამენტში, უმრავლესობის ფორმატში გაიმართება და განსახილველ თემებს შორის საარჩევნო სისტემაც იქნება. თუმცა, ოქრიაშვილის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, განიხილავს თუ არა მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის მოხსნის ოპოზიციისთვის შეთავაზების საკითხს:

“ვიცი, რომ კონსულტაციები იქნება პარლამენტში ბატონ არჩილ თალაკვაძესთან უმრავლესობის ფორმატში. საარჩევნო სისტემა იქნება ერთ-ერთი საკითხი” – ამბობს დეპუტატი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” გეგმავს ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის მოხსნა შესთავაზოს, გუშინ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. როგორც სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად დაუშვას უბარიერო არჩევნები.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი