ახალი ამბები

ბოკერია: პრემიერს აქვს ილუზია, რომ ვიღაც აკონტროლებს საერთაშორისო აზრს და პრესას

27 აპრილი, 2013 • • 1117
ბოკერია: პრემიერს აქვს ილუზია, რომ ვიღაც აკონტროლებს საერთაშორისო აზრს და პრესას

ბოკერია არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ  “რუსთავი 2″–ის გადაცემა “პოზიციაში” გამოთქმულ მოსაზრებას, რომ უშიშროების საბჭომ არამიზნობრივი ხარჯები გასწია:    

 

“პრემიერის მხრიდან არამიზნობრივ ხარჯებზე საუბარი პირველად არ ხდება. მრავალგზის მოვისმინეთ ბუნდოვანი, მაგრამ ხმამაღალი განცხადებები პრემიერისგან. კერძოდ, ყველა ჯერზე, როცა ბატონი პრემიერი გაღიზiანდებოდა ადრე, საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, გახსოვთ ალბათ “ვაშინგტონ პოსტის” სტატია, ეს გადმოდიოდა ხოლმე მის ადგილობრივ ოპონენტებზე. რადგან მას აქვს ილუზია, რომ ვიღაც აკონტროლებს საერთაშორისო თვალსაზრისით საერთაშორისო აზრს და პრესას. ეს, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო და კომიკური მოსაზრებაა.”

 

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

 გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერის ბრალდებები უსაფუძვლოა:

 

“რაც შეეხება ბრალდებების არსს: ბრალდებები უსაფუძლოა. თუ პრემიერი და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ დეოკუპაციაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, სხვა საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოების ამოცანებზე სახსრების დახარჯვა იყო უადგილო, ეს ძალიან სამწუხაროა და მძიმე შეცდომას წარმოადგენს. სრული ინფორმაცია ყველა ხარჯზე გააჩნია ახალ ხელისუფლებას, ნაწილი არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის”.

 

პრემიერ-მინისტრმა გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ხარჯები, რამდენიმე სერიას იხილავს იმ მასალების შესახებ, რომლითაც გამოჩნდება, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს, მათ შორის, ივანიშვილმა მოიხსენია უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია:

 

“ნახავთ. ბოკერია როგორ ანაწილებდა ამ ფულს, მილიონებს, აქ თუ ათასები იყო, იქ მილიონებს ნახავთ, გამოძიება მიდის მაგაზე და ნახავთ, მე არ დავასწრებ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი