ახალი ამბები

294 შეკვრა “ბიოს” შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 აგვისტო, 2017 • 1872
294 შეკვრა “ბიოს” შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, სამართალდამცველებმა 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებია – ე.წ. „ბიოს“ უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი