ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდება

27 აპრილი, 2013 • 1047
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში მოსამართლეებს შეხვდება

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ეს არის კოტე კუბლაშვილის გასვლითი სამუშაო შეხვედრა იმერეთში, რომელიც პრესისთვის დახურულია.

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ იქმნება მოსამართლეთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სასამართლო რეფორმას. ასეთი ჯგუფის შექმნის თაობაზე ისაუბრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ხუჭუამ:

 

“ჩვენი სურვილია, მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული, ვინმესგან და რაიმესგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება. ჩვენი ჯგუფი არ არის ერთადერთი, სხვა ჯგუფებიც არის შექმნილი და ისინიც არანაკლებ აქტიურად მუშაობენ ამ მიზნისთვის”, – განაცხადა ხუჭუამ.

 

შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, რომლითაც იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა კი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი