ახალი ამბები

მერაბიშვილი: ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ მან შეცვალა უსაფრთხოების დოქტრინა

27 აპრილი, 2013 •
მერაბიშვილი: ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ მან შეცვალა უსაფრთხოების დოქტრინა

” როცა ჩვენ ვამბობდით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს  საგარეო კურსი შეცვალოს, ხელისუფლება ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ეს  არის  სიცრუე. გუშინ ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ მან შეცვალა უსაფრთხოების დოქტრინა, თუმცა აქვე დაგვპირდა, რომ ამისგან დიდ შედეგებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. ივანიშვილმა პირველად აღიარა, რომ საქართველომ შეცვალა საგარეო კურსი”

 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ამ საკითხის სერიოზულ განხილვას:

 

“პასუხის მოთხოვნას იმაზე, რა შეიცვალა და რუსეთი ამოიღო თავდაცის კონცეფციიდან როგორც საფრთხე. ამის გაკეთება არ შეიძლება საჯარო განხილვის გარეშე. ბატონ ბიძინას, როგორც გამოუცდელ პოლიტიკოსს და მის მთავრობას მოუწევს განმარტება, რატომ გააკეთეს ეს ფარულად და ეს შემთხვევით წამოცდა გუშინ”– განაცხადა მერაბიშვილმა. 

 

შეკითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული უშიშროების საბჭო ცვლილების შესახებ, მერაბიშვილმა  უპასუხა:

 

“ერთი რამ ფაქტია, უშიშროების სხდომა არ ჩატარებულა და შეიცვალა კონცეფცია თავდაცვის სამინისტროსი. მართალი გითხრათ, მე არ მაქვს წაკითხული, რა შეიცვალა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ, საქართველოს  საზოგადოება ყოველგვარი განხილვის, ან თუნდაც დახურულ  კარს მიღმა უშიშროების საბჭოს ან პარლამენტის სპეციალური ჯგუფის  მონაწილეობის გარეშე ეს გადაწყვეტილება მიღებულია, არის საგანგაშო.  ამაზე განმარტება მოუწევს არა მხოლოდ პრემიერ–მინისტრს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც ამ საქმესთან არის დაკავშირებული”.

 

ყოფილი შსს მინისტრი  საქართველოში ” ბოევიკების” მომზადების თაობაზე გაკეთებულ ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. 

 

“ამ ფონზე რუსეთის ან ვინმესთვის გულის მოსაფხანად, ან საკუთარი ოპონენტებისთვის ზიანის მისაყენებლად, ამაში წარმატება ვერ ექნება მას და მის გუნდს, საქართველოს სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, ეს არის გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადება. ბიძინა ივანიშვილს მთავარ ამოცანად მიაჩნია, რომ ოპონენტები არ ჰყავდეს და არა  ის, რომ საქართველო განვითარდეს. მოვუწოდებ, თუ მას უნდა  გაანადგუროს ოპოზიცია და არ ყავდეს ოპონენტები, ძალიან მოკლე გზა არსებობს , მან უნდა შეასრულოს ყველა წინასაარჩევნო დაპირება და მერწუნეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე დღეს აღარ იარსებებს. თუ მან ის დაპირებები შეასრულა, რომელიც დადო, მაშინ საქართველოში ოპოზიცია აღარ იარსებს. სანამ ის ასეთ განცხადებებს აკეთებს, დაპირებებს არ ასრულებს, ეშინია კრიტიკის, ოპონენტებს ავიწროვებს, საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და ეს ოპოზიცია ხელისუფლებას აიძულებს ბოლომდე მიიყვანოს ის საქმე, რომელც “ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაწყებული”

მასალების გადაბეჭდვის წესი