სამტრედიის საარჩევნო ოლქში 15.00 საათისთვის არჩევნებში ხმა 15 093-მა ამომრცეველმა მისცა, რაც ამ ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 31.15% -ია.
დღეს, 27 აპრილს, საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში (თბილისი), ბაღდათსა და სამტრედიაში შუალედური საპარლემენტო არჩევნები იმართება. აღნიშნული ოლქების ამომრჩევლებმა დღევანდელი არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. ყველაზე მეტი – 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქშია რეგისტრირებული, ბაღდათში – 8 და სამტრედიაში – 5.