სამტრედიის საოლქო კომისიის #21  საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა.  


როგორც საიას წარმომადგენელი გიორგი ჭიქაბერიძე აცხადებს, მან საოლქო კომისიას მიმართა ამ უბნის კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნით:


“ 21-ე უბნიდან წაიღეს გადასატანი ყუთი და როცა დაბრუნდნენ, დოკუმენტაციაზე არ ფიქსირდება არც ხმის მიმცემების ხელმოწერა, არც იმ კომისიის ორი  წევრის ხელმოწერა, რომლებმაც ეს ყუთი წაიღეს. შედეგები, ბუნებრივია, ბათილად იქნა ცნობილი. და ჩვენ მივმართეთ საოლქო კომისიას აღნიშნული პიროვნებების დისციპლინაური პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით”.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *