ახალი ამბები

ქარტიის საბჭო “მოამბის” რეპორტაჟზე იმსჯელებს

27 აპრილი, 2013 • 1139
ქარტიის საბჭო “მოამბის” რეპორტაჟზე იმსჯელებს

ქარტია
ქარტია

“მდგომარეობას  ამძიმებს ის,  რომ დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, რომელთანაც მოხდა მის პირად ცხოვრებაზე ინტერვიუს ჩაწერა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეპორტაჟი  დაზარალებულის ოჯახის განცხადების საფუძველზე მომზადდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მის არასრულწლოვან შვილს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გასული რეპორტაჟის გამო, ჟურნალისტმა ეს არ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთგვარი ნებართვა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დეტალების გასახმაურებლად, მით უფრო, თუ საქმე ეხება შეზღუდული უნარების მქონე პირს” – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ქარტია ავრცელებს. 

 

იმის გამო, რომ არც რეპორტაჟის ავტორი და არც გამოშვების რედაქტორი არ არიან ქარტიის ხელმომწერები, ქარტიის საბჭო. საქმის წარმოების დადგენილი წესების შესაბამისად, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას. არახელმომწერების მიმართ განცხადებებს საბჭო იხილავს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

ქარტიის ცნობით, ვინაიდან საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გაშუქებას, საბჭოს უმრავლესობამ  მინისტრის განცხადება დასაშვებად ცნო და მასზე მოსაზრებას გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი