ახალი ამბები

საფრანგეთში საქართველოს ელჩს ორმა პირმა დიპლომატიური ჩანთა მოპარა

14 აგვისტო, 2017 •
საფრანგეთში საქართველოს ელჩს ორმა პირმა დიპლომატიური ჩანთა მოპარა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე დელონე გაქურდეს. “პარიზიენის” ცნობით, შემთხვევა 11 აგვისტოს 16:40 საათზე პარიზის გარეუბანში სენ-დენიში მოხდა.

“პარიზიენის” ცნობით საქართველოს ელჩი ავტომობილით ტერიტორიას ტოვებდა, როდესაც ორი პირი, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, მის ავტომობილთან შეჩერდნენ და მინა ჩაამსხვრიეს. გაქცევამდე მათ დიპლომატიური ჩანთა აიღეს.

ეკა სირაძე დელონემ პოლიციას მიმართა. დიპლომატიური ჩანთა კი, გვიან ღამით იპოვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ძარცვის ფაქტს ადასტურებენ. სამინისტროს ცნობით, მომხდარს გაძარცვის მუხლით იძიებს საფრანგეთის კრიმინალური პოლიცია, ელჩს ფიზიკური დაზიანებები. სამინისტროს ცნობით, მძარცველებმა ეკა სირაძე დელონეს პირადი ჩანთა აიღეს, სადაც ელჩის დიპლომატიური საბუთებიც იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი