ახალი ამბები

მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია – დამწვარია 2 ჰექტარი ტერიტორია

13 აგვისტო, 2017 • 1884
მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია – დამწვარია 2 ჰექტარი ტერიტორია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სააგენტოში განმარტავენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ღია ცეცხლი ჩააქრეს.

სამაშველო ბრიგადები და ვერტმფრენიც ადგილზე რჩება. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია დამოკიდებულია ღამით იქნება თუ არა ქარი. ხვალ კი, კონტროლის მიზნით, ტერიტორიის წყლით დაფარვა იგეგმება.

რაც შეეხება დამწვარ ტერიტორიას, ფართობი 2 ჰექტარია. დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და ტყის ქვედა საფარი. სამაშველო სამსახური ხანძარს 5 საათის მანძილზე აქრობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი