ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომლები აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე წვრთნას ატარებენ

27 აპრილი, 2013 • 1102
შსს-ს თანამშრომლები აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე წვრთნას ატარებენ

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რუტინული წვრთნის მიზანია საქართველოსა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყებებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

 

“წვრთნები საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცველი უწყებების მრავალთვიანი დაგეგმვის შედეგია. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრ სფეროში, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ჩათვლით, შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებთ. დღევანდელი წვრთნის პროგრამა წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი