ახალი ამბები

ივანიშვილი პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროებაზე: წვრილმანებს არ გავახმიანებდი

26 აპრილი, 2013 •
ივანიშვილი პრეზიდენტის ხარჯების გასაჯაროებაზე: წვრილმანებს არ გავახმიანებდი

“მსგავსი რიტორიკა მქონდა მათთან საუბრის დროს – ნუ მისდევთ ერთ კაცს და იმუშავეთ ქვეყნისთვის. ადამიანური საუბარი იყო… და მე მგონი, არ იყო ცუდი რეაქციები მათგან. ქალბატონს ჰქონდა პრეტენზიები, რატომ გამოაქვეყნა დოკუმენტები იმერლიშვილმა… გახმიანების მხრივ დავეთანხმე, რომ წვრილმანებს მეც არ გავახმიანებდი, რადგან ამან უფრო მნიშვნელოვანი გადაფარა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” საუბრის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა პრეზიდენტის დაცვის ხარჯები გაასაჯაროვა, რომელსაც გრიფი საჯარო პროკურატურამ მოხსნა.

 

გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 2012 წლის 10 იანვარს შეძენილია iPhone 4s16Gb Black 1599 ლარად ბიუჯეტის სახსრებით, რომელიც გადაეცა თიnა ბოკუჩავას. ბოკუჩავა ამჟამად არის პარლამენტის წევრი, იმ დროისთვის იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი