ახალი ამბები

ნათელაშვილი: წინათგრძნობა მაქვს, არჩევნებში გიორგი გუგავა გაიმარჯვებს [VIDEO]

26 აპრილი, 2013 •
ნათელაშვილი: წინათგრძნობა მაქვს, არჩევნებში გიორგი გუგავა გაიმარჯვებს [VIDEO]

ლეობორისტები 100 -მდე ამომრჩეველს ნაძალადევის მეტროსთან მდებარე ბავშვთა სათამაშო მოედანზე შეხვდნენ.

 

“გამარჯვება ჩვენი, ნაძალადევის და სრულიად საქართველოსი, იქნება გიორგი გუგავას გამარჯვება. არ ვიცი, წინათგრძნობა მაქვს, რომ გუგავა აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ არა გუგავა და ლეიბორსიტული პარტია, ვინ გაუბედავს სიმართლის თქმას ან ერთ გველეშაპს, ან მეორეს, რომელებიც პოლიტიურ ქორწინებაში არიან ერთმანეთთან. თუ მოხდა ისე, ღმერთმა დაგვიფაროს, ოცნების კანდიდატი გავიდა, იფიქრებენ, რომ ხალხმა აპატია მათ იმ დაპირებების შეუსრულებლობა, რასაც იქამდე გასცემდნენ.”- განაცხადა ნათელაშვილმა. 


მისივე თქმით, არც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება იქნება კარგი, ვინაიდან ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი გაუჩნდება. 


დღევანდელ შეხვედრაზევე ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც თავი “ქართული ოცნების” ყოფილ მხარდამჭერად დაასახელა, “ქართული ოცნების” მაისური საჯაროდ დახია და განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიას უერთდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი