ახალი ამბები

პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

25 აპრილი, 2013 • 980
პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

თემურ ყ.-სა და გიორგი ჯ.-ს ბრალად პატიმრების ცემა-წამება და დამცირება ედებათ. 

 

გამოძიების ცნობით, მსჯავრდებულთა დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, ბრალდებულების მიერ, ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების – დავით მ.-ს, ვაჟა ც.-სა და იონა ლ.-ს ხელმძღვანელობით ხდებოდა პატიმართა ე.წ.  კორიდორში გატარება, პატიმრებს  აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშიშვლებდნენ, აკეთებინებდნენ ბუქნებს, აყენებდნენ მუხლებზე, ამცირებდნენ და აიძულებდნენ ერბინათ დაწესებულების ტერიტორიაზე. 

 

დაკავებულებს  ბრალი სსკ-ს 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით წარედგინათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი