
ფოტოგრაფი და მსახიობი დუბაიდან, ომარ ბორკან ალ გალა ერთ–ერთია იმ სამი ემირატელი მამაკაციდან, რომელიც გასულ კვირას საუდის არაბეთიდან გააძევეს “ზედმეტად მომხიბვლელობის” ბრალდებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინციდენტი საუდის არაბეთს ნაციონალური მემკვიდრეობისა და ფოლკლორული კულტურის ყოველწლიურ ფესტივალ – ჯანადრიაჰზე მოხდა, რომელსაც ალ გალა ესწრებოდა. მისი გაძევების “აუცილებლობა” კი მას შემდეგ დადგა, რაც ფესტივალზე მოულოდნელად ცნობილი მომღერალი ქალი, არიამი გამოჩნდა და გაერთიანებული ემირატების სტენდს ეწვია. გამოცემა jezebel–ის ცნობით, საუდის არაბეთის “კომისიას სათნოების წახალისებისა და მანკიერების თავიდან აცილებისთვის” შეეშინდა, რომ “ქალ ვიზიტორებს ისინი შეუყვარდებოდათ” და სიმპათიური მამაკაცები დაუყოვნებლივ გაასახლეს აბუ დაბიში.
გაერთიანებული ემირატების პავილიონის მონახულების ფაქტს მომღერალი არიამიც ადასტურებს არაბულენოვან პრესასთან:
“მე მივედი გაერთიანებული ემირატების სტენდთან… და დაახლოებით 20 წამი გავჩერდი. მე საუდის არაბეთის ტრადიციებს პატივს ვცემ და თავს საუდელ ქალად ვთვლი”.

გაერთიანებული ემირატების დელეგაციის წარმომადგენელმა ფესტივალზე განცხადებაც კი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მომღერალი ქალის ვიზიტი გაერთიანებული ემირატების სტენდთან შემთხვევითობა იყო და არ იყო გათვალისწინებული იმ პროგრამით, რომელიც წინასწარ ფესტივალის მენეჯმენტს მიაწოდეს.
გამოცემა Arabian Business, ხაზს უსვამს, რომ საუდის არაბეთის მკაცრად კონსერვატორული სუნიტური მუსლიმური საზოგადოება ქალებს უკრძალავს უცნობ მამაკაცებთან ურთიერთობას, რომელნიც მათთან ნათესაურად არ არიან დაკავშირებულნი.





