ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ” – აქცია თბილისში [ვიდეო]

9 აგვისტო, 2017 • 3919
“ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ” – აქცია თბილისში [ვიდეო]

8 აგვისტოს თბილისში, საქართველოში “რუსული ოკუპაციის” გასაპროტესტებლად აქცია-მსვლელობა მოეწყო. მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მივიდნენ, სადაც მოუწოდეს ყველას ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ. მათი განცხადებით, აქცია პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები – “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, “ახალი საქართველო”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები”. აქციას უერთდებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი საქართველოს” ახალგაზრდები, ასევე არასამთავრობები – “მედიატორი”, “დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი”, “პროგრესული თაობა საქართველოსთვის”.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

"ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ" - აქცია თბილისში 08.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ახალგაზრდები ოკუპაციის წინააღმდეგ” – აქცია თბილისში 08.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი