“იმის ეჭვი არსებობს, რომ რეალურად შესაძლებლობა იყო იმის, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონოდა მსგავსი თანამშრომლობა. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ეჭვის დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ და მე განმარტებები ძალიან კარგი გავუკეთე ბარამიძეს. თუ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ რეაგირებას ჩვენ სიმახინჯეებზე, ეს ქვეყანას არ დააზიანებს, პირიქით, მაგრამ თუ მესამე მხარე და მეოთხე და სხვები ამას ხედავენ და სხვები აკეთებენ განცხადებებს და სხვები ააშკარავებენ მსგავსი ქმედებების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დააზარალებდა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ივანიშვილმა.


გამოსვლების დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად გიორგი ბარამიძემაც:


“მე ვკითხე პრემიერს, რაში სჭირდება ეს დადანაშაულება, რომელიც ნამდვილად იქნება გამოყენებული რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ. ამის პასუხად მივიღე კიდევ უარესი განცხადება, თითქოს ტალიავინის მოხსენებაში საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში, რაც აბსოლუტური ტყუილია. მე არ მესმის, რაში უნდა ჭირდებოდეს ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ასეთი განცხადებების კეთება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა გიოგი ბარამიძემ.


პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილიც:


“პრემიერს ის არ ესმის, რომ უხარია რა რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველო თურმე წლების განმავლობაში იყო ტერორიზმის ბაზა, ამით საქართველო კიდევ ერთხელ ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ და ხდება რუსეთის მანიპულაციის საგანი”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.


თუმცა პრემიერის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ოპონირება არ შეუძლია და რასაც ისინი საუბრობენ, არის არარეალურის რეალობად მოჩვენება:


“მე არ ვთვლი, რომ მათ ოპონირება შეუძლიათ, ისინი ნებისმიერ თეთრზე, რომელსაც ყველა ხედავს, აცხადებენ, რომ შავია და საკუთარი შავი უნდათ თეთრად მოგვაჩვენონ. ვერ გაიგეს, რომ ეს პროცესები დასრულდა, ამაზე უარი თქვა ქართველმა ხალხმა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *