ახალი ამბები

ხადური: ანაბრების საკითხზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა დაკარგული

25 აპრილი, 2013 •
ხადური: ანაბრების საკითხზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა დაკარგული

როგორც დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კომისია სერიოზულად მუშაობს ანაბრების თემაზე.


“ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი. ელემენტარულად ძალიან ბევრი ინფორმაციაა დაკარგული. ჩვენ უნდა დავადგიონოთ ზუსტი ინფორმაცია. ვიდრე ეს ინფორმაცია სრულად არ გვექნება, მთავრობის მხრიდან რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უპასუხისმგებლო იქნება. ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. ეს არის სახელმწიფო საშინაო ვალი, რომელიც აღიარებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი