ახალი ამბები

ნასარიძე: დიდი ალბათობით, თავდასხმა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა

24 აპრილი, 2013 • 1192
ნასარიძე: დიდი ალბათობით, თავდასხმა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა

“ის პიროვნება პირველად ვნახე და დიდი ალბათობით, თავდასხმა პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა. ადამიანმა აშკარად მიცნო და შემაგინა და არ მგონია, რამე ძველი წყენა ჰქონოდა გულში, მაგალითად, სკოლის დროინდელი, თან მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა რვა თებერვალს”, – განაცხადა გიგა ნასარიძემ. მისი თქმით, ინციდენტში პატრულის თანამშრომლები არ ჩარეულან:

 

“პატრული ფაქტობრივად არ ჩარეულა, ასე გვითხრეს, უნდა გეთქვათ, რომ დაგვეკავებინაო”, – განაცხადა გიგა ნასარიძემ.

 

უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

 

გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციის დროსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი