საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტრუნირის გამარჯვებული გახდა. საქართველომ ფინალში კლაიპედაში მასპინძელ ლიტვას სძლია 81:70 , მანამდე კი – ლატვიას 73:69.

საქართველო, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ლიტვაში კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშობდა, ლიტვას კი ასევე ლიდერი, იონას ვალანჩუნასი აკლდა.

ევროპის ჩემპიონატამდე მომდევნო მატჩს საქართველო თბილისში ითამაშებს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *