Gem Fest-იდან წუხელ ჰოსპიტალში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოხვდა. ფაქტს ადასტურებენ შსს-ში, სადაც გამოძიებაც დაიწყო.
სასწრაფო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საუბარია 6 პირზე, რომლებიც ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. 6 მათგანი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ხუთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსენს, ერთი – კვლავ რჩება.
ანაკლიიდან, მუსიკალური ფესტივალიდან “Gem Fest” 3 აგვისტოს გვიან ღამით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამივე მათგანს უცნობი, გაურკვეველი ნივთიერებებისაგან (სუბსტანციებისაგან) ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.