26 ივლისს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის იმ დროს აშშ-ში იმყოფებოდა და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი.
“მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა,” – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინის მოქალაქეობა, ჩამოართვეს, პოლონეთში იმყოფება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. პოლონური მედია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ვიდეოსაც ავრცელებს ვარშავიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ. თუმცა სააკაშვილი უკრაინაში ჯერ არ დაბრუნებულა, ის პოლონეთშია.