ევროდეპუტატი დაინტერესდა, მიიჩნევდა თუ არა ივანიშვილი 2008 წლის აგვსიტოში საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ქართველების ეთნიკურ წმენდად და ზოგადად როგორია პრემიერის გეგმები ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარმა ივანიშვილს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიც გაახსენა, რომელმაც 2008 წლის ომის დროს ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს.
ივანიშვილმა დეპუტატს უთხრა, რომ მასთან პოლემიკაში ჩაბმას არ აპირებდა.
“მე მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო კორექტული და ის, რასაც თქვენ ახლა ახერხებთ და სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით გნებავთ, რომ მე ამ პოლემიკაში გამოგყვეთ… ამის სურვილი არ გამაჩნია, რადგან ამ პოლემიკით და რიტორიკით სააკაშილმა მიიღო ის, რაც მიიღო “, – განაცხადა პრემიერმა და დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა რუსეთთან დაკავშირებითაც.
“პოლიტიკა არ უნდა იყო პიროვნებების სიყვარულზე აგებული. მთავრობის მეთაურებს პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა უნდა უყვარდეს. მე დიდი მადლობელი ვარ და დღესაც ვწუხვარ პრეზიდენტი კაჩინსკის გარდაცვლების გამო. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლონელ კოლეგებს და ზოგადად ამ სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს მეგობარ სახელმწიფოების ჩამონათვალში მოიხსენიება.
რაც შეეხება სააკაშვილის მცდელობას, რომელიც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თუ რუსეთთან დკავშირებით… მას აქვს თავისი წვლილი შეცდომები ამ პროცესში და ჩვენ პირველ რიგში საკუთარს უნდა მოვთხოვოთ და ვიზამთ კიდეც ამას და ვახერხებთ კიდეც… ხალხმა პირველ რიგში საკუთარ მთავრობას უნდა მოსთხოვოს პასუხი იმ შეცდომებზე, რაც მოხდა”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ არა სააკაშვილის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება. პრემიერის თქმით, დაშვებული შეცდომების გასწორება დიპლომატიურად და კორექტულად უნდა მოხდეს.