“მე ვიცნობ ამ პრობლემებს. მაგნიტსკის პრობლემაც ძალიან კარგად ვიცი; ვიცი, რაც ხდება უკრაინაშიც, მაგრამ უფრო კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და რა ხდება დღესაც.

 

ადამიანის უფლებები ტოტალურად იყო დარღვეული წინა ხელისუფლების პირობებში, ზუსტად ესაა ის პრობლემა, რასაც დღეს ხშირად ვაჩვენებთ ჩვენ ან კოჰაბიტაციის კუთხით, ან შერჩევითი სამართლის კუთხით და არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის სწორი მინიშნება.

 

საქართველოში ტოტალურად იყო დარღვეული ადამიანის უფლებები, თუ გნებავთ წინა ხელისუფლება, მე მაქვს მხედველობაში სააკაშილის ხელისუფლების პირობებში ამ მხრივ საქართვცელოში გაუარესდა მდგომარეობა, სწორედ ესაა პრობლემა.

 

მე, სხვა სახელმწიფოებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ რუსეთი თუ უკრაინა, მე შევეცდებოდი ჩემს საკუთარ სახელმწიფოში დავრჩენილიყავი, რამეთუ ჩვენ კიდევ არა გვაქვს უფლება იმის, თუ გნებავთ, რომ სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ და სხვა სახელმწიფოებზე და მაგალითებზე გავაკეთოთ რეაქცია, რამეთუ ჩვენს ქვეყნაში ირღვეოდა ტოტალურად უფლებები, რამეთუ გარწმუნებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება შეძლებისდგვარად აღვადგინოთ სამართლიანობა და მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაემსგავსოს ბებერ ევროპას”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *